Sunday, May 24, 2020

საქართველოს კანონმდებლობა ზოგადი განათლების სფეროში და ამ კანონის მოქმედების სფერო



ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები.

 ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

პასუხისმგებლობა "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღავევისათვის




პასუხისმგებლობა "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის                                                         დარღვევისათვის 

   ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

   პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდარღვევის ჩამდენს "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევით მიყენებული ზარალის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.



საერთაშორისო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში



               საერთაშორისო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში

   საქართველო კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებას, რატიფიცირებას, დენონსაცია და მათთან შეერთებას, რომლებიც არეგულირებენ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან, სახელმწიფოთა კავშირებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

     საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები გარემოს 

                                             დაცვის  სფეროში

   საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. 


Saturday, May 23, 2020

გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური მართვა


 გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების                                 გადაჭრის სამართლებრივი უზრუნველყოფა

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირები, თავიანთი კომპეტენციისა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა ფარგლებში,ახორციელებენ დამატებით ღონისძიებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად.

            კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან

   გლობალური ცვლილებისაგან დედამიწის კლიმატის დაცვის მიზნით საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ატმოსფეროში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფის (ემისიის) ნორმები და განახორციელოს მათი შემცირების ღონისძიებანი. 

 სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფა რეგულირდება გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის საფუძველზე.

. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.



                                                ოზონის შრის დაცვა

   საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შეამციროს ან შეწყვიტოს ისეთი ქიმიური საშუალებების (ნივთიერებების) წარმოება ან გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ და შლიან დედამიწის ოზონის შრეს..

 აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქცია საქართველოში შემოაქვთ მხოლოდ სპეციალური ნებართვით.

  საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.
  

                                     ბიომრავალფეროვნების დაცვა

  საქმიანობა არ უნდა იწვევედეს ბიომრავალფეროვნების შეუქცევად რაოდენობრივ ან ხარისხობრივ ცვლილებებს და მის დეგრადაციას.

   საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.


                                  შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა

   შავი ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების მიზნით ყოველი საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ღონისძიებები,რომლებიც უზრუნველყოფენ ხმელეთზე მდებარე დაბინძურების წყაროებიდან, გემებიდან, კონტინენტურ შელფზე საქმიანობის შედეგად, ტრანსსასაზღვრო ტვირთზიდვის დროს, ატმოსფეროდან, ზღვაში ჩამდინარე წყლებით და ჩამარხვით ზღვის საშიში ნივთიერებებითა და მასალებით დაბინძურების თავიდან აცილებას, აღკვეთას, შემცირებასა და კონტროლს. 

  საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა. 


დაცული ტერიტორიები




 დაცული ტერიტორიების სისტემის შექმნის მიზანი

დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება ემსახურება თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების დაცვასა და შენარჩუნებას.

   დაცული ტერიტორიების კატეგორიები


 დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული ბანკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
საქართველოში დასაშვებია დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიების - ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის - არსებობა. 

დაცული ტერიტორიები იქმნება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით

დაცული ტერიტორიების მართვა ხორციელდება "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.




            

საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობა




          საგანგებო მდგომარეობა ეკოლოგიური კატასტროფის  დროს

     ეკოლოგიური კატასტროფის დროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა.

     ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, იქმნება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონა.

                  საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონა

   ტერიტორია, სადაც საქმიანობის ან სტიქიური უბედურების შედეგად გაუარესდა გარემოს მდგომარეობა და საფრთხე შეექმნა ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეულ საფარს და ცხოველთა სამყაროს, ცხადდება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად. 

   საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონას აცხადებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი. 

   საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონის რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. 


                             ეკოლოგიური უბედურების ზონა

1. ბუნებრივი ეკოსისტემები, ლანდშაფტები და ტერიტორიები დაცული უნდა იყოს დაბინძურების,დარღვევის,დაზიანების, დეგრადაციის, გამოფიტვისა და დაშლისაგან.

 2. დაცვას ექვემდებარება:
 ა) ზღვის სანაპირო ზოლი; 
ბ) ჭაობები, წყაროსთავები, წყალსატევების, მდინარეების სათავეები, მყინვარები, მღიმეები; 
 გ) სუბალპური და ჭალის ტყეები; 
 დ) ძვირფასი ტყის მასივები; 
 ე) მწვანე ზონის ტყეები; 
 ვ) სანიტარიული დაცვის ზონები და ტერიტორიები. 

 3. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ტერიტორიების გამოყენებასთან და მართვასთან დაკავშირებული ნებსმიერი საქმიანობა, მათი მართვის რეჟიმი ხორციელდება გარემოს დაცვის ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

 4. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ტერიტორიების გამოყენებასთან და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს (მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების ჩათვლით) განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. 

            ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვა

    ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა რესურსების თვითაღწარმოების და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის მათი გარემოდან ამოღება მკაცრად ლიმიტირებულია და ლიცენზირებას ექვემდებარება. 

 აკრძალულია ყოველი ქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სამყაროს, საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალებს და სამიგრაციო გზებს.

  საქართველოში ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვის და სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.


 გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ                                                  მცენარეთა დაცვა

  გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები და ველური მცენარეები რეგისტრირებულნი არიან საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და „წითელ წიგნში“.

   საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და „წითელ წიგნში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა მიმართ აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, მათ შორის, ნადირობა, რეწვა, მოპოვება, ჭრა, თიბვა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაც იწვევს ამ მცენარეებისა და ცხოველების რაოდენობის შემცირებას, აუარესებს მათ საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობებს.

  საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით




გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და განხორციელებისას



გარემოზე ზემოქმედების ნებართვა

     საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებისა და ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს, ასევე კულტურულ და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.

      გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“.

                 გარემოზე ზემოქმედების შეფასება

გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად,საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემამდე სავალდებულოა ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება განსაზღვრავს საქმიანობით გარემოზე მოსალოდნელ ზეგავლენას და შეაფასებს ამ ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს.

 გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს საქმიანობის სუბიექტი ასახავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში.

 ზოგადი გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობის                            განხორციელების პროცესში

1. საქმიანობისას უნდა შესრულდეს ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები, გათვალისწინებულ იქნეს გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოს აღდგენის ღონისძიებები და მათი განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური საშუალებები.

 2. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია: 
 ა) ჰქონდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებული ტექნოგენური ავარიისა და ბუნებრივი კატასტროფის შედეგების თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკის ოპერატიული და სისტემატური ღონისძიებების,ავარიისა და კატასტროფის დროს მოქმედების გეგმები;
 ბ) შექმნას და მზადყოფნაში ჰყავდეს ავარიის სალიკვიდაციო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილი სამსახური; ყოველი მოსალოდნელი და მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და ბუნებრივი კატასტროფის შესახებ დროულად აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს და მოსახლეობას;
 გ) ამ პიროებების შესრულების სამართლებრივ რეჟიმს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა. 

 გარემოსდაცვითი მოთხოვნები სამეურნეო ობიექტების                            ექსპლუატაციაში გადაცემისას


დაუშვებელია სამეურნეო ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლა, თუ არ არის უზრუნველყოფილი:
 
 ა) საშიში ნარჩენების უტილიზაციის, გაუვნებელყოფის დანადგარების, გამწმენდი ნაგებობების,გარემოს მდგომარეობაზე კონტროლის საშუალებების გამართული მუშაობა;

 ბ) პროექტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებელი საშუალებების არსებობა. 

გარემოსდაცვითი მოთხოვნები სამეურნეო ობიექტების                                      ლიკვიდაციისას

სამეურნეო ობიექტის ნაწილობრივი ან სრული ლიკვიდლაციისას საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

 

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

   1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის შესახებ პირველად გაჟღერდა 1925 წელს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზ...