Saturday, May 23, 2020

გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და განხორციელებისას



გარემოზე ზემოქმედების ნებართვა

     საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებისა და ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს, ასევე კულტურულ და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.

      გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“.

                 გარემოზე ზემოქმედების შეფასება

გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად,საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემამდე სავალდებულოა ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება განსაზღვრავს საქმიანობით გარემოზე მოსალოდნელ ზეგავლენას და შეაფასებს ამ ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს.

 გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს საქმიანობის სუბიექტი ასახავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში.

 ზოგადი გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობის                            განხორციელების პროცესში

1. საქმიანობისას უნდა შესრულდეს ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები, გათვალისწინებულ იქნეს გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოს აღდგენის ღონისძიებები და მათი განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური საშუალებები.

 2. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია: 
 ა) ჰქონდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებული ტექნოგენური ავარიისა და ბუნებრივი კატასტროფის შედეგების თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკის ოპერატიული და სისტემატური ღონისძიებების,ავარიისა და კატასტროფის დროს მოქმედების გეგმები;
 ბ) შექმნას და მზადყოფნაში ჰყავდეს ავარიის სალიკვიდაციო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილი სამსახური; ყოველი მოსალოდნელი და მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და ბუნებრივი კატასტროფის შესახებ დროულად აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს და მოსახლეობას;
 გ) ამ პიროებების შესრულების სამართლებრივ რეჟიმს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა. 

 გარემოსდაცვითი მოთხოვნები სამეურნეო ობიექტების                            ექსპლუატაციაში გადაცემისას


დაუშვებელია სამეურნეო ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლა, თუ არ არის უზრუნველყოფილი:
 
 ა) საშიში ნარჩენების უტილიზაციის, გაუვნებელყოფის დანადგარების, გამწმენდი ნაგებობების,გარემოს მდგომარეობაზე კონტროლის საშუალებების გამართული მუშაობა;

 ბ) პროექტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებელი საშუალებების არსებობა. 

გარემოსდაცვითი მოთხოვნები სამეურნეო ობიექტების                                      ლიკვიდაციისას

სამეურნეო ობიექტის ნაწილობრივი ან სრული ლიკვიდლაციისას საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

 

No comments:

Post a Comment

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

   1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის შესახებ პირველად გაჟღერდა 1925 წელს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზ...