ერთი მხრივ, განვითარების ეფექტურობასა და მეორე მხრივ, გაუმჯობესებულ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას , გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობასა და ანგარიშვალდებულებას შორის მსოფლიოში სულ უფრო იზრდება გამოცდილება.ეს განსაკუთრებით, გარემოსდაცვით მმართველობაშია თვალნათელი, სადაც ბუნებრივი რესურსების და გარემოს მიმართ ძალაუფლების გამოყენება ხდება.
1992 წელს, რიო-დე-ჟაინეიროში მიღებული „რიოს დეკლარაციის” მე-10 პრინციპი
აყალიბებს კარგი გარემოსდაცვითი მმართველობის ძირითად ინსტიტუციურ
კომპონენტებს ნებისმიერი მმართველობითი მოდელისთვის .
კერძოდ,
დეკლარაციის მე-10 პრინციპის თანახმად, „გარემოსდაცვითი საკითხების
საუკეთესოდ გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ შესაფერის დონეებზე ყველა
იმ მოქალაქის ჩართვით, რომელსაც ეხება ეს საკითხები. ეროვნულ დონეზე,
თითოეული პირისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გარემოსთან დაკავშირებული,
სახელმწიფო ორგანოებში არსებული ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია
საშიში მასალებისა და მათ თემებში განხორციელებული საქმიანობების
შესახებ; თითოეულ პირს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში
მონაწილეობის შესაძლებლობა. სახელმწიფოებმა, ინფორმაციის ფართოდ
გავრცელების გზით, ხელი უნდა შეუწყონ საზოგადოების ცნობიერების
ამაღლებას და მონაწილეობას. უზრუნველყოფილ უნდა იქნას იურიდიული და
ადმინისტრაციული სამართალწარმოების ეფექტური ხელმისაწვდომობა, მათ
შორის, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და სამართლებრივი დაცვის საშუალება”.
საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის,
ადამიანის უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში,
სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი და უფლება, მიიღოს
სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ, კონსტიტუციური ნორმებით არის განმტკიცებული (საქართველოს კონსტიტუცია,
37-ე მუხლი). მოგვიანებით მიღებულ იქნა ქვეყნის კონსტიტუციით 1995 წელს
აღიარებული, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველმყოფი
არაერთი საკანონმდებლო აქტი.
გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების
პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამავე სფეროში მართლმსაჯულების
ხელმისაწვდომობის უფლებების გამოყენების შესაძლებლობები უფრო
დეტალურად საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობაშია ასახული.
გარდა ამისა, მოქმედებს არაერთი საკანონმდებლო აქტი, რომლებიც ზოგადად,
საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის
ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისა
და ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შელახვის შემთხვევაში,
სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს არეგულირებს.
ხელმისაწვდომობის ამ სამ უფლებას ასევე განამტკიცებს „გარემოსდაცვით
საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,
გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და
ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ”
კონვენცია298 (შემდგომში – ორჰუსის კონვენცია), რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და გააჩნია უპირატესი
იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ (გარდა
კონსტიტუციისა) .

No comments:
Post a Comment