საქართველოში მოქმედებს "კანონი ზოგადი განათლების შესახებ", რომელიც ადგენს ზოგადი განათლების პრინციპებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების წესებს.
“ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.”
("კანონი ზოგადი განათლების შესახებ"მე-9 მუხლი. 1 პუნქტი).
სრულ ზოგად განათლებას საქართველოსი გააჩნია 3 საფეხური:
1. დაწყებითი(6 წელი), 2. საბაზო(+3 წელი) და 3. საშუალო(+3 წელი).
ზოგადი განატლების მიცემის უფლებას სასწავლო დაწესებულებებს ანიჭებს სახელმწიფო, რისთვისაც მან უნდა გაიაროს სპეციალური პროცედურა _ ავტორიზაცია.
ავტორიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურაა და მისი მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუციელებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
სახელმწიფო ადგენს სასწავლო პროგრამის აუცილებელ მინიმუმს რაც აუცილებელია ზოგადი განათლების მისაღებად. მას ეწოდება ეროვნული სასწავლო გეგმა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისთვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუციელებელ დატვირთვას, იმ უნარ-ჩვევების , რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს თითოეული საფეხურის დასრულებისას და ამ მიღწევების საშუალებატა აღწერას.
საქართველოში უზრუნველყოფილია სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების მიღების უფლებაც, იქმნება “ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული მოსწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფსსახელმწიფო.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს არსებობა, მასში , პედაგოგებთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული წევრის გარდა, შედიან მშობლები და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელიც და რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები ენიჭება, როგორებიცაა დირექტორის არჩევა, სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება და მისი ხარჯვის კონტროლი, შინაგანაწესის დამტკიცება და სხვა.
კანონი, მოსწავლეთა თვითმმართველობების მეშვეობით, თავად მოსწავლეებსაც ანიჭებს სკოლის ფუნქციონირებაში მონაწილეობის საშუალებას.
თვითმმართველობებს შეუძლიათ, რეკომენდაციებითა და წინადადებებით მიმართონ სამეურვეო საბჭოს სკოლისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე.
კანონი, მოსწავლეთა თვითმმართველობების მეშვეობით, თავად მოსწავლეებსაც ანიჭებს სკოლის ფუნქციონირებაში მონაწილეობის საშუალებას.
თვითმმართველობებს შეუძლიათ, რეკომენდაციებითა და წინადადებებით მიმართონ სამეურვეო საბჭოს სკოლისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე.
მუხლი 48. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები
მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს
No comments:
Post a Comment