Sunday, May 17, 2020

გლობალიზაცია

რა არის გლობალიზაცია?

გლობალიზაცია, ეს არის მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიღწევების გაცვლის და გაზიარების პროცესი, რომელიც აახლოებს ქვეყნებს და კონტინენტებსაც კი. იგი მე-20 საუკუნის დასაწყისის ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად აღმოცენდა.

თავიდან ამ პროცესს მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა და საერთო ბაზრების შექმნას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას და გაადვილებას აღნიშნავდა. დღეს ის ბევრად უფრო ფართო მოვლენაა და არა მხოლოდ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებს, არამედ კულტურული ტრადიციების, არქიტექტურული და სხვა საყოფაცხოვრებო ტენდენციების, ინფორმაციის და იდეების გაცვლას და დაახლოებასაც გულისხმობს.
გლობალიზაცია მრავალწახნაგოვანი მოვლენაა. მას ჰყავს თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები.
 ის ხელსაყრელია მცირე მწარმოებლებისათვიოს როგორც განვითარებად ქვეყნებში ასევე, ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში, იხსნება შრომითი ბაზრები, ინვესტორებს აქვთ ქვეყნებს სორის თავისუფლად გადაადგილების საშუალება.
მეტი შესაძლებლობები იქმნება იდეების გაცვლისთვის, ხელმისაწვდომი გახდა უფრო მაღალი კლასის განათლების მიღება.
გლობალიზაციის შედეგად ადამიანებს აქვთ სხვა კულტურისადმი იოლი წვდომა, ბევრად უკეთ იცნობენ სხვა ერების ტრადიციებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ტოლერანტობის კულტურის განვითარებისთვის.
 თუმცა, ანტიგლობალისტების აზრით, საერთო ბაზრები და გლობალური ეკონომიკური პროცესები ისევ მდიდრების და მმართველი კლასის სასარგებლოდ ფუნქციონირებს, ხოლო დაბალ ფენებს კვლავ ძველებურად უწევთ არსებობისთვის ბრძოლა.ასევე ფიქრობენ, რომქვეყნების და რეგიონების დაახლოება ცუდად აისახება ტრადიციებსა და ერების თვითმყოფადობაზე - თითქმის ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე არქიტექტურაა, ერთსა და იმავე ფილმებს უყურებენ ან სიმღერებს უსმენენ, ერთსა და იმავე საკვებს მიირთმევენ. ეს კი განსაკუთრებით აღიზიანებთ ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანებს. 
მიუხედავად ყველაფრისა გლობალიზაცია, ეს არის ისეთი კომპლექსური მოვლენა რომელიც არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად  კარგი იყოს ყველა რეგიონისათვის და ქვეყნისთვის,  ის გვთავაზობს უამრავ შესაძლებლობას, მას როგორ გამოიყენებენ , ეს ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ თითოეულმა რეგიონმა, ქალაქმა თუ სახელმწიფომ, მართალია ინტერნეტმა მოიტანა და გაუხსნა გზა ისეთ დანაშაულებრივ სფეროს , როგორიცაა  ტერორიზმი და ბევრი სხვა , მაგრამ ამის გამო აზრი ინტერნეტის აკრძალვის შესახებ, ჯერ  არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არასდროს არსად არ გაუჟღერებია.


No comments:

Post a Comment

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

   1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის შესახებ პირველად გაჟღერდა 1925 წელს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზ...