სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა
განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
ა) გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა;
ბ) მიწის, წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა.
გარემოს დაცვის სფეროში კომპეტენციათა გამიჯვნის კრიტერიუმები
1. გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ავტონომიური
რესპუბლიკების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციათა გამიჯვნის ძირითადი
კრიტერიუმებია:
ა) გარემოსდაცვით ღონისძიებათა დაფინანსების წყაროები (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა
და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები);
ბ) ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა (სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობისა);
გ) გარემოზე მავნე ზემოქმედების მასშტაბი (ტრანსსასაზღვრო, რეგიონთაშორისი, რეგიონალური ან
ლოკალური მნიშვნელობისა);
დ) დაცული ტერიტორიების დაქვემდებარების დონე.
2. სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება განისაზღვრება ცალკე
პროგრამული კოდით/კოდებით. დაუშვებელია წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული
კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური ოდენობის შემცირება საბიუჯეტო სახსრების ნაწილში,
წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ჯამურ ოდენობასთან შედარებით.
სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა)
სარგებლობის სახელმწიფო მართვა;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა)
სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
გ
1
) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო მართვისა და
კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ
წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი
ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და
გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება;
ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი;
თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო
პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი;
ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი;
კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;
ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
მ) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება;
ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება;
ო
1
) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა;
პ) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ჟ) (ამოღებულია - 01.06.2017, №891);
რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო
ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების
ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა;
რ
1
) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის
გაცემა;
რ
2
) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა;
რ
3
) ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტზე წინასწარ დასაბუთებული თანხმობის გაცემა;
ს) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა მონიტორინგი;
ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების
ორგანიზება;
უ) ნარჩენების მართვის ორგანიზება;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ
საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრი 4 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებას.
სახელმწიფო ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან, მოთხოვნიდან
არა უგვიანეს ორი თვისა უსასყიდლოდ მიაწოდონ სამინისტროს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გარემოს
მდგომარეობის შესახებ.
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესს ადგენს .
საქართველოს მთავრობა.
სავალდებულოა ეროვნული მოხსენების გამოქვეყნების გზით მისი საზოგადოებრიობისათვის
ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა.
ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
გარემოს დაცვის დაგეგმვა
1. გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება გარემოს დაცვის
დაგეგმვის სისტემა.
2. გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემა მოიცავს გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას (მდგრადი განვითარების
სტრატეგია), ხუთწლიან გეგმას (გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა) და საქმიანობის
ობიექტებისათვის შედგენილ გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმას.
3. გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის საფუძველია ქვეყნის მდგრადი განვითარების
სტრატეგია, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად; მასვე ეკისრება
პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის პროექტის მომზადების
ორგანიზებისათვის. აუცილებელია საზოგადოებრიობის მონაწილეობა მდგრადი განვითარების სტრატეგიის
პროექტის შემუშავებაში.
4. მდგრადი განვითარების სტრატეგიის პროექტს განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
5. ა) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა წარმოადგენს საქართველოს სოციალ-ეკონომიკური
განვითარების ინდიკატური გეგმის ნაწილს;
ბ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა მტკიცდება საქართველოს მთავრობის
განკარგულებით.
6. გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამები დგება რეგიონალურ, ადგილობრივ და უწყებრივ დონეებზე.
7. მდგრადი განვითარების სტრატეგია წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე
შედგენილ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს
დაცვის ინტერესების თანაფარდობას.
8. ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის,
გარემოს დაცვის მოქმედებათა რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი პროგრამებისა და საქმიანობის
ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების შედგენის წესსა და პერიოდულობას განსაზღვრავს
საქართველოს კანონმდებლობა.
No comments:
Post a Comment