გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების აღრიცხვა , ანგარიშგება და შეფასება
გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების აღრიცხვა, ანგარიშგება და
შეფასება მოიცავს გარემოს მდგომარეობის და ბუნებრივი რესურსების კადასტრების შედგენას, სტატისტიკას,
ინვენტარიზაციას, პასპორტიზაციას, კარტოგრაფირებას.
გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სახელმწიფო აღრიცხვას,
ანგარიშგებასა და შეფასებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტრო
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა
გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემა წარმოადგენს გარემოს მდგომარეობაზე
დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობას.
გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის საერთო კოორდინაციას ახორციელებს
სამინისტრო.
გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) შედეგები ხელმისაწვდომია
საზოგადოებრიობისათვის.
გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის, მასში შემავალი დაკვირვების
(მონიტორინგის) სახეობებისა და მათი წარმოების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს
კანონმდებლობა.
No comments:
Post a Comment