Sunday, May 24, 2020

ზოგადი განათლება




 სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს:

ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და აღნიშნულის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.

 ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშსა და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაჩქარებული გავლა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

 მოსწავლის ან მისი მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოსწავლის მიერ საგნების გავლის დამადასტურებელი ცნობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.

 დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე.

ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.

თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით განსაზღვრულ დაწყებით ან საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში.

 რესურსსკოლაში ჩარიცხვა და ხელახალი შეფასება საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელების მიზნით ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი.



No comments:

Post a Comment

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

   1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის შესახებ პირველად გაჟღერდა 1925 წელს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზ...