Saturday, May 23, 2020

ეკონომიკური მექანიზმები გარემოს დაცვის სფეროში



გადასახადები გარემოს დაცვის სფეროში

„ფასიანი ბუნებათსარგებლობისა“ და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპებიდან გამომდინარე საქართველოში დადგენილია გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის და სხვა გადასახადები.

 ებლობისათვის და სხვა გადასახადები. 2. ამ გადასახადების სტრუქტურა, ოდენობა და გადახდის წესი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად დგინდება საქართველოს კანონით.

გადასახადების გადახდა არ ათავისუფლებს საქმიანობის სუბიექტს გარემოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან.

                         ეკოლოგიური დაზღვევა 

საქართველოში ხორციელდება ეკოლოგიური დაზღვევა, მათ შორის , ეკოლოგიურად განსაკუთრებით საშიში საქმიანობის ობიექტების სავალდებულო ეკოლოგიური დაზღვევა.

ეკოლოგიური დაზღვევით შემოსული თანხები გამოიყენება ეკოლოგიური ავარიისა და კატასტროფის შედეგების აღმოფხვრისა და მათი პროფილაქტიკისათვის.

ეკოლოგიური დაზღვევის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

         გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირება 

გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირების მიზანია უნარჩენო, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები, ეკოლოგიურად სუფთა, მცირენარჩენიანი საუკეთესო ტექნოლოგიისა და ტექნიკის დამუშავებისა და დანერგვის, მეორადი ნედლეულის გამოყენების, ეფექტური გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, რაც შეიძლება განხორციელდეს: 
ა) რეკლამით გარემოს დაცვის საკითხებზე; 
ბ) საგადასახადო შეღავათით; 
გ) შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტით.

 გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა
.
 საგადასახადო შეღავათი შეიძლება დაწესდეს მხოლოდ საქართველოს კანონით.

                            გარემოსდაცვითი აუდიტი

გარემოსდაცვითი აუდიტი წარმოადგენს საქმიანობის სუბიექტის მიერ გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარემოს დაცვის ნორმების (თვით საქმიანობის სუბიექტის მიერ დადგენილის ჩათვლით) შესრულებისა და ბუნებათსარგებლობის სისტემის მართვის ეფექტურობის ანალიზს, რომელიც მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს და ტარდება საქმიანობის ეკოლოგიური შეფასებისა და მოხმარებული ბუნებრივი რესურსების დანაკარგების, გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და ნარჩენების მინიმიზაციის გზებისა და საშუალებების გამოვლენის მიზნით.

გარემოსდაცვითი აუდიტი ტარდება საქმიანობის სუბიექტის ინიციატივით ან სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში

გარემოსდაცვით აუდიტთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სამინისტრო, თუ გარემოსდაცვითი აუდიტი ტარდება მისი გადაწყვეტილების საფუძველზე.

 საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს უფლება აქვთ მოითხოვონ გარემოსდაცვითი აუდიტის შედეგების გაცნობა, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან საწარმოო საიდუმლოებას..

გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

      გარემოსდაცვითი მოთხოვნები  პრივატიზაციის                                                    პროცესში 

  პრივატიზებული სამეურნეო ობიექტის მესაკუთრე არ თავისუფლდება იმ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც დაკისრებული ჰქონდა სამეურნეო ობიექტის ყოფილ მესაკუთრეს.

 საქართველოს გარემოს დაცვის კანონმდებლობის დარღვევით სამეურნეო ობიექტის პრივატიზებამდე საქმიანობის განხორციელების შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება ეკისრება პრივატიზებული სამეურნეო ობიექტის ყოველ ახალ მესაკუთრეს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 პრივატიზებულ სამეურნეო ობიექტებზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების, საქმიანობის ეკოლოგიური რისკის დადგენის, ჩასატარებელი გამწმენდ-აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით შეიძლება ჩატარდეს გარემოსდაცვითი აუდიტი სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
 

 

No comments:

Post a Comment

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

   1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის შესახებ პირველად გაჟღერდა 1925 წელს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზ...