Saturday, May 23, 2020

საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობა




          საგანგებო მდგომარეობა ეკოლოგიური კატასტროფის  დროს

     ეკოლოგიური კატასტროფის დროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა.

     ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, იქმნება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონა.

                  საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონა

   ტერიტორია, სადაც საქმიანობის ან სტიქიური უბედურების შედეგად გაუარესდა გარემოს მდგომარეობა და საფრთხე შეექმნა ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეულ საფარს და ცხოველთა სამყაროს, ცხადდება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად. 

   საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონას აცხადებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი. 

   საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონის რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. 


                             ეკოლოგიური უბედურების ზონა

1. ბუნებრივი ეკოსისტემები, ლანდშაფტები და ტერიტორიები დაცული უნდა იყოს დაბინძურების,დარღვევის,დაზიანების, დეგრადაციის, გამოფიტვისა და დაშლისაგან.

 2. დაცვას ექვემდებარება:
 ა) ზღვის სანაპირო ზოლი; 
ბ) ჭაობები, წყაროსთავები, წყალსატევების, მდინარეების სათავეები, მყინვარები, მღიმეები; 
 გ) სუბალპური და ჭალის ტყეები; 
 დ) ძვირფასი ტყის მასივები; 
 ე) მწვანე ზონის ტყეები; 
 ვ) სანიტარიული დაცვის ზონები და ტერიტორიები. 

 3. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ტერიტორიების გამოყენებასთან და მართვასთან დაკავშირებული ნებსმიერი საქმიანობა, მათი მართვის რეჟიმი ხორციელდება გარემოს დაცვის ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

 4. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ტერიტორიების გამოყენებასთან და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს (მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების ჩათვლით) განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. 

            ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვა

    ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა რესურსების თვითაღწარმოების და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის მათი გარემოდან ამოღება მკაცრად ლიმიტირებულია და ლიცენზირებას ექვემდებარება. 

 აკრძალულია ყოველი ქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სამყაროს, საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალებს და სამიგრაციო გზებს.

  საქართველოში ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვის და სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.


 გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ                                                  მცენარეთა დაცვა

  გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები და ველური მცენარეები რეგისტრირებულნი არიან საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და „წითელ წიგნში“.

   საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და „წითელ წიგნში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა მიმართ აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, მათ შორის, ნადირობა, რეწვა, მოპოვება, ჭრა, თიბვა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაც იწვევს ამ მცენარეებისა და ცხოველების რაოდენობის შემცირებას, აუარესებს მათ საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობებს.

  საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით




No comments:

Post a Comment

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

   1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის შესახებ პირველად გაჟღერდა 1925 წელს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზ...