თანამედროვე მსოფლიოში ბუნებრივი რესურსები ასოცირდება ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, თუმცა, ხშირად , განსაკუთრებით, განვითარებათ ქვეყნებში , მოპოვებითი მრეწველობის განვითარება სიღარიბის დონის მაჩვენებელზე ნაკლებად აისახება. კვლევების მიხედვით, რესურსზე დამოკიდებული ქვეყნები უფრო ნელა ვითარდებიან ეკონომიკურად, ვიდრე რესურსით ღარიბი ქვეყნები, ასევე, ცნობილია, რომ მინერალურ რესურსზე დამოკიდებულ განვითარებად ქვეყნებში მეტია კორუფციის რისკი და იკვეთება სუსტი მმართველობის ტენდენცია.
წიაღისეულის მოპოვება დაკავშირებულია მრავალ წინააღმდეგობრივ საკითხთან. ერთი მხრივ , ის არის შემოსავლის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყარო და მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გარემოსთვის ის სესაძლოა გრძელვადიანი ზიანის მომტანიც კი გახდეს.
წიაღისეულის მოპოვებას გარემოზე უდიდესი გავლენა აქვს. ფართომასშტაბიანი მოპოვებითი საქმიანობის თანმდევი გართულებებია, რაც ბუნებას და გარემოს აზიანებს, ტყეების გაჩეხვა დიდ ტერიტორიებზე, მცენარეული საფარის განადგურება, რაც საგრძნობლად ცვლის ლანდშაფტს და გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. ხდება მიწისქვესა, ზედაპირული წყლების და ნიადაგის დაბინძურება. იცვლება სოციალური გარემო. შეცვლილი სოციალური და ბუნებრივი გარემო პირობები ზემოქმედებას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე. იქმნება კონფლიქტური სიტუაციები (მაგალითად: როცა მოპოვებითი საქმიანობისას ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოსადეგი ტერიტორიის ათვისება, სასმელი და სარწყავი წყლის დაბინძურება და სხვ.)
ყველაზე კეთილმოწყობილი საბადოების სემთხვევაშიც კი, ადგილი აქვს გარკვეული სახის უარყოფით ზემოქმედებას, თუმცა შესაძლებელია ამ ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა. თუ მომპოვებელი საწარმოები იმუშავებენ საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად.
სამწუხაროდ, საქართველოში მომპოვებელი საწარმოების პასუხისმგებლობის საკითხი სათანადოდ არ არის გამყარებული ეროვნული კანონმდებლობების მოთხოვნებით; კანონის მოთხოვნების შესრულებაზე საკმარისი კონტროლი აქ არ არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანია , ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება მსგავს საკითხებზე, თუ რა სახის მოპოვებითი საქმიანობა მიმდინარეობს ან იგეგმება, მათი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად; როგორია ამ საქმიანობის ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა ვალდებულებები გააჩნია მომპოვებელ საწარმოს მათ წინაშე, რა იურიდიული პრობლემების ( მაგ:დასაქმებასთან, საკუთრების ჩამორთმევასთან და სხვ.) და საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ და სხვა.
No comments:
Post a Comment