Saturday, May 23, 2020

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გამდიდრების ზემოქმედება გარემოზე








წყლის დაბინძურება

   სასარგებლო წიღისეულის მოპოვების დროს დდი რაოდენობით გამოიყენენბა და ბინძურდება წყალი. მოქმედების ადგილას  გრუნტის წყლები მრავალი წლის მანზილზე დაბინძურებული რჩება ან საერთოდ  ქრება, რაც მიწის უნაყოფობასაც კი იწვევს.

სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების პროცესსი წყალს დიდი რაოდენობით გამოიყენებენ ნედლეულის გასარეცხად, ასეთი წყალი დიდი რაოდენობით შეწონილი ნაწილაკებით, მავნე ნივთიერებებითა და  მიკროელემენტებით არის დაბინძურებული. 

სასარგებლო წიაღისეულის გამამდიდრებელი საწარმოები აუცილებლად უნდა
იყოს აღჭურვილი დაბინძურების შესაბამისი წყლის გამწმენდი ნაგებობებით.
გამოყენებული წყლის გაწმენდის მიზნით, საწარმოებს უნდა ჰქონდეთ წყლის
ბრუნვითი სისტემა, რაც გულისხმობს შესაბამისი გამწმენდი ნაგებობების
მოწყობას, სადაც მოხდება შეწონილი ნაწილაკების დალექვა, რის შემდეგაც
სუფთა წყალი დაუბრუნდება ქარხანას მეორადი გამოყენებისათვის.
 

 ამჟამად, წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების/გამდიდრების შედეგად,
გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით,  ზედაპირული წყლების დაბინძურება განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოს  4 წერტილში:

1.ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელი და გამამდიდრებელი საწარმოები;

2.ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი და გამამდიდრებელი საწარმო ;

3.ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა;

4.ბოლნისში, სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოები.

მათ მიერ მიწისქვეშა, თუ ზედაპირული წყლების დაბინძურება განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.საბადოებიდან, გამამდიდრებელი გადამამუშავებელი ქარხნებიდან და წარმოების ნარჩენების განთავსების ადგილებიდან მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი სათანადო გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდინარეებში და იჟონება ნიადაგში, რაც იწვევს გარემოს (მათ შორის ადამიანის ორგანიზმის) ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებას.

  ხშირად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, ხდება მიწისქვეშა/გრუნტის
წყლების დინებების გადაკვეთა. ასეთ დროს, სამუშაოების გასაგრძელებლად,
წიაღით მოსარგებლეები წყალს სხვა ადგილას გადატუმბავენ ხოლმე, რაც
მიმდებარე არეალებში ადგილობრივ მოსახლეობას წყალზე ხელმისაწვდომობის
პრობლემის წინაშე აყენებს, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ პერიოდში.
  ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიების მფლობელები
წყალს ტექნიკური მოხმარებისათვის თავად იყენებენ, რაც მათ თვეობით
უზღუდავს წყალზე ხელმისაწვდომობას.



                                ჰაერის დაბინძურება

  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გამდიდრების ნებისმიერ ეტაპზე,
ჰაერში დიდი ოდენობით მტვერი გამოიყოფა.
  სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება დაკავშირებულია ნედლეულის მსხვრევასთან, გაცხავებასთან,
გადატვირთვასთან, გაშრობასთან, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით ნარჩენი
წარმოიქმნება, რომელიც ქარით გარემოში ადვილად გავრცელებად წვრილ
ნაწილაკებს შეიცავს. ატმოსფეროში მოხვედრის შემდეგ, ეს დამბინძურებლები
მთელ რიგ ფიზიკურ და ქიმიურ ცვლილებებს განიცდიან, ხოლო ადამიანის
ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, ჯანმრთელობის მნიშვნელოვან
პრობლემებს იწვევენ.
 

   საწარმოო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი მტვერი, სხვადასხვა ნაწილაკის
ნარევს წარმოადგენს. სწორედ ამ ნაწილაკების ფორმა და ზომა განსაზღვრავს,
შემდგომ მისი გავრცელების ფორმას სამუშაო ტერიტორიის ჰაერში. კერძოდ,
ეს ნაწილაკები შეწონილ მდგომარეობაში იქნება, თუ გავრცელდება ჰაერის
ნაკადებით ან საბოლოოდ დაილექება ნიადაგში.
 

   საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის
მოპოვებამ და გადამუშავებამ, არ უნდა გამოიწვიოს მიმდებარე ტერიტორიის
ატმოსფერული ჰაერის გაურესება.
  ამისათვის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის
შესახებ” კანონის მოთხოვნების შესაბამისად, დადგენილია ატმოსფერულ ჰაერში
მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები თითოეული
მავნე ნივთიერებისათვის, რომელიც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უნდა გადაიხედოს
და განახლდეს.
  ზემოთ  განხილული ოთხივე საწარმო შედის ქვეყნის
ატმოსფერული ჰაერის მსხვილი დამბინძურებლების სიაში
 .


                             ხმაური და ვიბრაცია

     სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება დაკავშირებულია
გარემოს ხმაურით დაბინძურებასთან.
 

 ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოებისგან,დანადგარებისგან და სატრანსპორტო საშუალებებისგან ერთობლივად წარმოქმნილი ხმაური უარყოფითად მოქმედებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ველურ ბუნებაზე.

   ვიბრაცია სამთო-მომპოვებელი სამუშაოების დროს გამოყენებული სხვადასხვა
დანადგარის მუშაობასთან არის დაკავშირებული, თუმცა აფეთქებითი სამუშაოები,
მაინც მთავარ წყაროდ მიიჩნევა. ვიბრაციის შედეგად ზიანდება ღია კარიერების
მახლობლად არსებული ინფრასტრუქტურა, შენობა-ნაგებობები და ადგილობრივი
მაცხოვრებლების სახლები
 .

 გარემოსდაცვითი სამართლის მსოფლიო ალიანსის კვლევის თანახმად
წიაღისეულის მოპოვების პროცესში აფეთქებითი სამუშაოების შედეგად
წარმოქმნილი ვიბრაციის შესაძლო შედეგებია ხმაური, მტვერი, მიმდებარე
ტერიტორიებზე განთავსებული შენობების ნგრევა და ცხოველთა შეშფოთება,
რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაა დამოკიდებული.




            ნიადაგისა და გრუნტის დაბინძურება

  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება იწვევს ნიადაგის დაბინძურებას/
დაზიანებას საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე.
  
ნიადაგისა და გრუნტის დაზიანება  ან დაბინძურება ძირითადად გამოწვეულია კარიერის გადახსნითი სამუშაოებით,ნავთობპროდუქტების მოხმარების, შენახვისა და დასაწყობების წესების, აგრეთვე საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების არასწორი
მართვით.
 
   „ნიადაგის დაცვის” შესახებ კანონის მიხედვით, ზემოქმედების შემცირების
მიზნით, საწარმოს მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს ნიადაგის
  ნაყოფიერი ფენის წინასწარ მოხსნა, მისი დადგენილი წესით დასაწყობება.
საქმიანობის დასრულების შემდგომ კი, ტერიტორიის რეკულტივაცია. თუმცა,
დღევანდელი მაგალითები ცხადყოფს, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმიანობის
განმხორციელებელი ამ კანონს არ ასრულებს.

წიაღისეულის მოპოვების შედეგად ნიადაგის დაბინძურება განსაკუთრებით დიდ
ზეგავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე.
 
 გარემოსდაცვითი
სამართლის მსოფლიო ალიანსის კვლევის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის
მოპოვება გამუდმებით ცვლის მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტს. საქმიანობის
შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები და ნიადაგის ეროზია იწვევს ზედაპირული
და გრუნტის წყლების დაბინძურებას. ამასთან, ნიადაგის დაბინძურება
ხდება საქმიანობის დროს სახიფათო ნივთიერებების დაღვრის ან გაჟონვის
შემთხვევაშიც.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, ნიადაგის დაბინძურება ასევე
ხდება ქარით მტვრის გავრცელებით. მტვრის ტოქსიკურობა კი სასარგებლო
წიაღისეულის სახეობასა და გარემოს რეცეპტორების სიახლოვეზე არის
დამოკიდებული.
 
 მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგის დაბინძურების სხვადასხვა წყარო არსებობს,
ოთხივე რეგიონში დაბინძურების ძირითად წყაროდ, მაინც რეკულტივაციის გარეშე
დატოვებული ნიადაგი და ნარჩენები წარმოადგენს.

წიაღით მოსარგებლეები
    ზემოაღნიშნული პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად
არ ასრულებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო შემარბილებელ
ღონისძიებებს. სასარგებლო წიაღისეულის ათვისება საცხოვრებელ სახლებთან
ძალიან ახლოს და უსაფრთხოების წესების დაუცველად ხდება. კარიერებზე
მოპოვებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ არ ტარდება აღდგენითი/
სარეკულტივაციო სამუშაოები და არ ხდება ბუნებრივი ლანდშაფტის პირვანდელ,
ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა. აქედან გამომდინარე,
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება იწვევს ლანდშაფტის მნიშვნელოვან
ცვლილებას.
  
    ლანდშაფტის მნიშვნელოვან ვიზუალურ ცვლილებებს, აგრეთვე, იწვევს
მიწისქვეშა სამთო სამუშაოები, რაც მეწყრული და სხვა გეოდინამიკური
პროცესების წარმოქმნასთან არის დაკავშირებული.
  


   ჩვენ მიერ განხილულ შემთხვევებში, მოსახლეობა შეწუხებულია წიაღისეულის
ღია კარიერული წესით მოპოვების მასშტაბების ზრდით, რის გამოც მოსახლეობის
ნაწილი სასოფლო – სამეურნეო მიწებისა და საძოვრების გარეშე რჩებიან.
  რეგიონების მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, კი ჭიათურასა და ტყიბულში,
ქაოტურად არის დაყრილი მილიონობით ტონა ფუჭი ქანი და საწარმოო ნარჩენი.
არაერთი მაგალითი ადასტურებს იმასაც, რომ ნარჩენებისა და წიაღისეულის
დასაწყობება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, დღეს
მათ ეზოებშიც ხორციელდება.
 




 





No comments:

Post a Comment

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

   1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის შესახებ პირველად გაჟღერდა 1925 წელს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზ...