Saturday, May 23, 2020

გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური მართვა


 გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების                                 გადაჭრის სამართლებრივი უზრუნველყოფა

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირები, თავიანთი კომპეტენციისა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა ფარგლებში,ახორციელებენ დამატებით ღონისძიებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად.

            კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან

   გლობალური ცვლილებისაგან დედამიწის კლიმატის დაცვის მიზნით საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ატმოსფეროში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფის (ემისიის) ნორმები და განახორციელოს მათი შემცირების ღონისძიებანი. 

 სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფა რეგულირდება გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის საფუძველზე.

. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.



                                                ოზონის შრის დაცვა

   საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შეამციროს ან შეწყვიტოს ისეთი ქიმიური საშუალებების (ნივთიერებების) წარმოება ან გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ და შლიან დედამიწის ოზონის შრეს..

 აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქცია საქართველოში შემოაქვთ მხოლოდ სპეციალური ნებართვით.

  საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.
  

                                     ბიომრავალფეროვნების დაცვა

  საქმიანობა არ უნდა იწვევედეს ბიომრავალფეროვნების შეუქცევად რაოდენობრივ ან ხარისხობრივ ცვლილებებს და მის დეგრადაციას.

   საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.


                                  შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა

   შავი ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების მიზნით ყოველი საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ღონისძიებები,რომლებიც უზრუნველყოფენ ხმელეთზე მდებარე დაბინძურების წყაროებიდან, გემებიდან, კონტინენტურ შელფზე საქმიანობის შედეგად, ტრანსსასაზღვრო ტვირთზიდვის დროს, ატმოსფეროდან, ზღვაში ჩამდინარე წყლებით და ჩამარხვით ზღვის საშიში ნივთიერებებითა და მასალებით დაბინძურების თავიდან აცილებას, აღკვეთას, შემცირებასა და კონტროლს. 

  საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა. 


No comments:

Post a Comment

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

   1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის შესახებ პირველად გაჟღერდა 1925 წელს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზ...