თანამედროვე სამყაროს ეკოლოგიური პრობლემები: ლიმატური ცვლილებები, ჰაერის დაბინძურების საგანგაშო დონე, რესურსების ამოწურვის საფრთხე და სხვ.რის გამოც გადაწყვიტა თანამედროვე მსოფლიომ შეიმუშავოს განვითარების კლასიკური გეგმა, რათა უზრუნველყოს ხვალინდელი დღე , მომავალი თაობების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა და ჩვენი ყოველდღიურობა, ის რაც პასუხობს, ყოველივე ცამოთვლილ და სხვა არხსენებულ მოთხოვნილებებს არის მ დ გ რ ა დ ი გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა.
დაზარალებული გარემო მსოფლიოსი განსაკუტრებით საგრზნობი და თვალშისაცემი გახდა 19- საუკუნიდან- ინდუსტრიალიზაციის ეპოქის შემდგომ.
მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. უნდა იყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი, სოციალურად სამართლიანი და გარემოსთვის დამზოგავი.
ეკოლოგიური ასპექტი
ბუნებრივი რესურსები არ არის ამოუწურვადი.ცხოველების და მცენარეების ბევრი ჯიში განადგურების საფრთხის წინაშე დგას, ვინაიდან ადამიანის საქმიანობამ მათ მოუსპო განვითარების ბუნებრივი არეალი. იმავე მიზეზით დაბინძურებულია ჰაერი და წყალი.თუ ადამიანმა ისევ ძველებურად გააგრძელა საქმიანობა, ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება და თავად კაცობრიობაც გადაშენების საფრთხის ქვეშ დადგება. თუმცა ეს პროცესი კონტროლს ექვემდებარება და არ არის სეუქცევადი მაგრამ საჭიროა ადამიანის მხრიდან დიდი სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა.
პირველ რიგში, უნდა შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება;
მოვუფრთხილდეთ ბუნებრივ რესურსებს;
შევამციროთ ჰაერის დაბინძურება .
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29
1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.
2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით.
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის და აღდგენის მიზნით საქართველოში მოქმედებს “საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ” კანონი, რომლის მიზანია, “უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა.”
1996 წელს საქართველომ მიიღო კანონი “გარემოს დაცვის შესახებ”, რომლის მიზნებს შორისაა, “დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებები - ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში”
2017 წლის 7 დეკემბერს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სამინისტროს ფუნქციები გადანაწილდა და ამჟამად გვაქვს:
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
სოციალური ასპექტი
მდგრადი განვითარების სოციალური ასპექტი მოიცავს სამართლიანობისა და კეთილდღეობის იდეებზე დაფუძნებულ საზოგადოებას, რომლის წევრებსაც, მათი მატერიალური შესაძლებლობების მიუხედავად, ხელი მიუწვდებათ აუცილებელ საჭიროებებზე, როგორებიცაა საკვები, საცხოვრისი, ჯანდაცვა, განათლება, სამუშაო, ადამიანის უფლებები, საკუთრების უფლება და ა.შ.მდგრადი სოციალური განვითარება, პირველ რიგში, გულისხმობს ყველანაირი დისკრიმინაციის აღმოფხვრას და საზოგადოების მოწყვლადი წევრების - შშმ პირები, ქალები, უმცირესობები - სოციალური უფლებების დაცვას. ამისთვის აუცილებელია ადეკვატური სოციალური პოლიტიკის შემუშავება, დასაქმებასა და უთანასწორობის აღმოფხვრაზე ორიენტირებული სისტემის შექმნა.
სამოქალაქო სოლიდარობის ხელშეწყობა, რომელიც აქტიური მოქალაქეობის თვალსაზრისით უკვე განვიხილეთ, ასევე მდგრადი სოციალური განვითარების ერთ-ერთი კომპონენტია.
ეკონომიკური ასპექტები
მდგრადი განვითარების ეკონომიკური ასპექტი პირდაპირ კავშირშია როგორც ეკოლოგიასა და გარემოს დაცვასთან, ისე სოციალურ სოლიდარობასთან.
ადამიანმა ეკონომიკური კეთილდღეობა ისე მოიპოვოს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანოს გარემო და მეტად იზრუნოს საზოგადოების სოციალურ კეთილდღეობაზე. მცირე საწარმოების შექმნა, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, გადამუშავებული მასალის (მინა, ქაღალდი) ხელმეორედ გამოყენება წარმოებაში ის მცირე ჩამონათვალია, რითაც ეკონომიკური განვითარება არც შეფერხდება, თუმცა არც მომავალი თაობების ინტერესებს დააზარალებს.
No comments:
Post a Comment