Wednesday, May 20, 2020

დასავლური ცივილიზაცია და ორი სხვადასხვა გზა პოლიტიკური დამოუკიდებლობისაკენ.საკუთრება და ნამდვილი ამერიკული ოცნება







1528 წელს პერუში 13 ესპანელთან ერთად ხომალდი ჩავიდა, რომელსაც ფრანსისკო პისარო გონსალესი ხელმძღვანელობდა(ესპ. Francisco Pizarro y González; დ. დაახლ. 1475 — გ. 1541) — ესპანელი ავანტიურისტი, კონკისტადორიინკების იმპერიის დამპყრობელი და ქალაქ ლიმას დამაარსებელი).  მათ ესპანეთის მეფის სამფლობელოების გაფართოება და ამისათვის უზარმაზარი კონტინენტის დაპყრობა სურდათ.



100 წლის შემდეგ  ჩრდილოეთ ამერიკამდე მეორე ხომალდმა მოაღწია, რომელშიც ჩვეულებრივი ინგლისელი მშრომელები ისხდნენ, მათ მხოლოდ ის უნდოდათ , რომ საკუთარი შრომით ცოტაოდენი მიწა ეშოვათ. 

საბოლოოდ ეს ორი ხომალდი ორი ამერიკის სიმბოლო გახდა.

პირველნი ოცნებობდნენ, ინკებისთვის დიდძალი ოქრო წაერთმიათ, მეორეებმა კი იცოდნენ, რომ წინ მძიმე შრომა ელოდათ.

ორი ხომალდით ჩამოსულ ადამიანთა შორის ფუნდამენტურმა  განსხვავებამ დასავლეთის ისტორიის მსვლელობა მთლიანად შეცვალა.
ორიდან ერთმა ამერიკამ აყვავებისა და ძალაუფლების მწვერვალს მიაღწია.

როგორ მოხდა და რამ განაპირობა ეს?
არსებობს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელთა წყალობით დასავლეთს საშუალება მიეცა დანარჩენ მსოფლიოზე უპირატესობა მოეპოვებინა.


მოცემულ სტატიაში მე ვისაუბრებ, ერთერთ მძლავრ ფაქტორზე , როგორიცაა

კერძო საკუთრება 

საინტერესოა, თავდაპირველად როგორ შეიქმნა კერძო მესაკუთრეთა დემოკრატია ჩრდილოეთში და არა სამხრეთში.

                                        ცივილიზაცია

                                  დასავლეთის ისტორია

                                    საკუთრება/property

                                                  ეს ყველაფერი მაშინ ძალიან ახალი  იყო.
ატლანტის ოკეანე პირველად ევროპელებმა გადასერეს ამ თვალუწვდენელ სივრცეებს რომ დაუფლებოდნენ 1507 წლამდე  რუკაზეც რომ არ იყო აღნიშნული.

                                              ამერიკა

ევროპელები და ინგლისელები ის ევროპელები იყვნენ, რომლრბსაც სხვათა სულების, ოქროსა და მიწის დაპატრონება სურდათ, ოკეანის გადასალახად ისწრაფვოდნენ, რათა ახალი კონტინენტი დაეპყროთ. 
ეს იყო ბუნებაში ერთერთი უდიდესი ბუნებრივი ექსპერიმენტი.
    

                                   ევროპული კულტურა

შორი ევროპული კულტურა წაიღეს შორეულ ქვეყნებში და სხვადასხვა ქვეყანას და ხალხს თავს მოახვიეს, ბრიტანული კულტურა ჩრდილოეთში, ევროპული კი სამხრეთში.ამ ორიდან ერთი გამარჯვებული უნდა გამოსულიყო.
400 წლის შემდეგ თუ სამყაროს გადავხედავთ, ნათლად ცანს რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ცივილიზაციის გაბატონებული ძალაა, მაგრამ რამ განაპირობა ეს?
რატომ და როგორ მოხდა იგი?
იმიტომ ხომ არა, რომ აქ უფრო შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს ან აქაური მიწა უფრო ნოყიერია?
ან იქნებ აქაურ მიწაში მეტი ნავთობი ან ოქროა?
სინამდვილეში ამ ჩამონათვალიდან არცერთი მიზეზი გადამწყვეტი არ ყოფილა.

ჩრდილოეთ ამერიკის  აღმავლობის მთავარი ფაქტორი    ი დ ე ა გახლდათ.

იდეა, რომელმაც სამყარო შეცვალა.

1670 წელს უზარმაზარი ინგლისური ხომალდი"კაროლინა" ახლანდელი სამხრეთი კაროლინის შტატის  კუნძულს მიადგა, მასზე იმყოფებოდნენ მოჯამაგირეები, რომლებმაც, სიცოცხლის ფასად გადაწყვიტეს ატლანტის ოკეანის გადასერვა, ოღონდ ინგლისის სიღატაკეს გაქცეოდათ. მათ იცოდნენ , რომ აქ, მტრულ გარემოში მრავალწლიანი მძიმე სრომა ელოდათ, ამისათვის კი მსოფლიოში საუკეთესო ჯილდო ერგოთ, ჩრდილო ამერიკაში საუკეთესო მიწები და კანონების შექმნაში მონაწილეობის უფლება; უძრავი ქონება და წარმომადგენლობა ხელისუფლებაში.




         აი, სწორედ ასეთი გახლდათ ჩრდილო ამერიკული ოცნება!

   თუმცა თავიდან ყველას ეგონა , რომ აღმავლობა არა ინგლისიდან ჩრდილო ამერიკაში ჩასულ ღატაკ ახალმოსახლეებს, არამედ სამხრეთში ესპანეთიდან ჩასულ კონკისტადორებს ელოდათ, სიმდიდრე ხომ სწორედ სამხრეთ ამერიკაში იყო, იქ კი პირველად მხოლოდ ესპანელები ჩავიდნენ.
   მთელი მე-16 საუკუნე ამერიკის ორივე კონტინენტის კონოლიზაცის რალურად მხოლოდ ესპანელები ნეწეოდნენ. ამ კონტინენტზე უდიდესი იმპერიები ესპანელმა ავანტიურისტებმა დაიპყრეს. 
   პერუში პისარომ და მისმაკონკისტადორებმა ინკების ძირითადი იმპერია გაანადგურეს.

   პირველი ხომალდიტ ცასულ ესპანელებს სორის პისაროს დიდი ნდობით აღჭურვილი პირი- სევილიელი ახალგაზრდა კაპიტანი - ხერონიმო დე ალიაგაც იყო.


 მას პერუ ველურ , მაგრამ საოცრებებით სავსე  მხარედ მოეჩვენა.

მაჩუ-პიქჩუ


მაჩუ- პიქჩუ , ეს არის არა დაკარგული, არამედ, ესპანელებისგან მიუგნებელი ქალაქი, მიუხედავად იმისა, ის ინკების დედაქალაქ კუსკოდან 50 მილის  დაშორებით მდებარეობდა. როცა ხერონიმო დე ალიაგა და მისი ხალხი პერუს ამ რეგიონში მოვიდნენ , ინკების იმპერატორი - ატაჰუალპა უკვე დატყვევებული, შემდეგ კი მოკლული იყო. ჩამოსულებმა განაცხადეს რომ ინკების იმპერია ესპანეთის მეფის განმგებლობაში  გადასულიყო.


მაჩუ-პიქჩუ ის იდუმალი ადგილია დედამიწაზე, რომელიც წუთისოფლის ამაოებაზე ჩაგვაფიქრებს და წუთით გავიაზრებთ, რომ არცერთი იმპერია ქვეყნად მარადიული არ არის.

იმ დროს როცა სნეულებების და მუდმივი შეტაკებების გამო ადგილობრივი მოსახლეობა მცირდებოდა ევროპული ცივილიზაციის საკუთარი ვერსიის გასავრცელებლად ამერიკის სანაპიროს მეოტხედი მილიონი ესპანელი მიადგა.მათ ეს მხარე ზღაპრული სიმდიდრით იზიდავდათ. სადაც უნდა გაეხედათ , ყველგან ოქრო-ვერცხლს ხედავდნენ.
იცოდნენ, , რომ ამ მხარეში კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ სიმდიდრის მნიშვნელოვან ნაწილს შეიძლებოდა დაპატრონებულიყვნენ.

1500-1800 წლამდე ახალი მიწებიდან ევროპაში დღევანდელი ფასით ასი მილიარდი გირვანქა სტერლინგის ძვირფასი ლითონი გაიგზავნა.
ხერონიმო დე ალიაგასნაირი ადამიანები ზღაპრულად გამდიდრდნენ.

თავიანთი სიმდიდრის გამოსავლენად და ადგილობრივი მოსახლეობის დასაშინებლად ხერონიმო დე ალიაგამ პერუს დედაქალაქ ლიმაში ზღაპრული სასახლე აიშენა. მას მერე ამ სახლსი მისი შთამომავლები ცხოვრობენ.

ესპანელები დარწმუნებულები იყვნენ , რომ მათი მისია ღმერთისგან და რომის პაპისგან იყო კურთხეული და ფიქრობდნენ, რომ დასავლური ცივილიზაციის ახალ, შთამბეჭდავ ვერსიას ქმნიდნენ. ეს ცივილიზაცია რამდენიმე ბრწყინვალე ქალაქიდან მეტისმეტად მდიდარ , მაგრამ მცირერიცხოვან ესპანურ ელიტას უნდა ემართა.

ესპანური ამერიკის ქალაქები იზრდებოდა და ყვაოდა. ამ ქალაქებსი ასეულობით ძვირფასად შემკული ეკლესია აშენდა.


ამერიკაში ათასობით ფრანცესკადელი და იეზოიდი მღვდელი ჩამოვიდა რათა აქა-იქ შემორჩენილი ადგილობრივი მკვიდრნი ქრისტიანულ რწმენაზე მოექციათ.
ეკლესიას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ძალაუფლება  მეფის ხელსი იყო და მთელი მიწებიც მას ეკუთვნოდა.


ჩრდილოეთ ამერიკაში კი მიწის საკუთრების საკითხი, სრულიად სხვაგვარად გადაწყდა.

1670 წელს კაროლინის სანაპიროზე  ინგლისიდან ხომალდით ახალგაზრდა მოჯამაგირეები ცამოვიდნენ, რომელტაც ამერიკა ესპანელებისგან განსხვავებით სულ სხვაგვარად აღიქვეს, ისინი ხომ პერუსა და მექსიკის მთებში ოქროს ადვილად პოულობდნენ, კაროლინის სანაპიროზე კი ხეების მეტს ვერაფერს ნახავდი. 

ჩრდილოეთ ამერიკაში ჩამოსახლებულებმა სიმინდი დათესეს გამოსაკვებად და თამბაქო ბაზარზე გასაყიდად.

მრავალი წელი ბრიტანეთის კოლონიები ნაკუწებისგან სეკერილ საბანს ჰგავდა. აქ უამრავი წვრილი ფერმა და  სოფელი  და ქალაქი იყო.

დიდი ქალაქები არ ყოფილა, თანაც ადგილობრივები არ აპირებდნენ  ახალმოსახლეებს დამორჩილებოდნენ.
 სავარაუდო იყო, რომ ესპანურ ამერიკას, სადაც ხერონიმო დე ალიაგა ცხოვრობდა , დიდი მომავალი ელოდა; ბრიტანული ამერიკა კი მიყრუებულ სოფლად დარჩებოდა,  საბოლოოდ კი, დასავლური ცივილიზაცია ფეხს მხოლოდ სამხრეთ ამერიკასი მოიკიდებდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.

მიწა

                1000 -ბით კვადრატული მილი ყამირი მიწა.



ახალმა სამყარომ დასავლეთ სამყაროს მონარქებს კოლონიათა უზარმაზარი ტერიტორიები მისცა.ამერიკელი ახალმოსახლეების სამხრეთ ამერიკაში ესპანელებისა და ჩრდილოეთში ბრიტანელების წინაშე კითხვა წარმოიშვა:
ვინ იქნებოდა ამ ახალი მიწის ბატონ-პატრონი?
ამ კიტხვაზე ესპანელებმა და ბრიტანელებმა სულ სხვადასხვაგვარად უპასუხეს.

                     ფუნდამენტური კონსტიტუცია

ეს არის შესანიშნავი დოკუმენტი, რომელიც ფილოსოფოსმა ჯონ ლოქმა სეადგინა, რათა ევროპიდა ჩამოსულების დასახლებულ ახალ მიწაზე წესრიგი დაემყარებინათ. მას ფუნდამენტური კონსტიტუციის სახელით იცნობენ.
  საინტერესოა, რომ ლოქს აქ დემოკრატია  არ დაუმყარებია. მან გრაფების , ბარონებისა და არისტოკრატების იერარქიული საზოგადოება ჩამოაყალიბა.


   კოლონისტები, თუმცა ამ დოკუმენტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ , მაგრამ მათი ყურადღება იმან მიიპყრო, რომ ლოქის საბუთის თანახმად, ყოველ მათგანს  მიწა საკუთრებაში უნდა მიეღოთ, თუნდაც ძალიან მცირე, 50 ადლის ოდენობით. ეს კი საზოგადოების სრულიად ახლებური მოწყობა გახლდათ.

   მიწის განაწილების რეფორმა, რომელიც ბრიტანული კოლონიების არსებობის საფუძვლად იქცა,  ლოქის პოლიტიკურ მრწამსს გამოხატავდა.
ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ 

თავისუფლება კერძო საკუთრებისგან განუყოფელია.



          რამდენიმე თვე ეგონათ, რომ ხომალდების პირველი ჯგუფი, რომელიც კაროლინაში გაემგზავრა ოკეანეში დაიკარგა, მაგრამ როცა ამბავი მივიდა, რომ ისინი დანიშნულების ადგილას მშვიდობიანად ჩავიდნენ შეადგინეს  დოკუმენტი , რომლითაც რეგულირდებოდა კაროლინაში მიწის დანაწილება, აქ მტავარი მინიმუმის დადგენა იყო.
1672 წლის 25 მარტამდე აქ ჩამოსული ყოველი თავისუფალი ადამიანი 100 აკრ მიწის ნაკვეთს მიიღებდა და მისი საკუთრება გახდებოდა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა.
ლოკის გეგმის რეალიზაციას ხელს მხოლოდ ერთი პრობლემა უსლიდა, მკვიდრი მოსახლეობის სიმცირის გამო, კოლონიასი მუშახელი აკლდათ.
ამ საკითხის მოსაგვარებლად, რაც შეიძლება ბევრი ევროპელი უნდა ცამოეყვანათ, რომელიც პირველ ხანებში უფასოდ იმუშავებდნენ, მხოლოდ სამუშაო ადგილზე გამგზავრებისა და კვების საფასურად, ბრიტანეთში ამ პირობაზე ბევრი თანხმდებოდა.
ისინი დამსაქმებლებთან ხელშეკრულებას აფორმებდნენ და  გარკვეულ დრომდე მათი მოჯამაგირეები ხდებოდნენ.ის, ვინც ასეთ ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა, ახალი მიწისკენ გაემგზავრებოდა.

კოლონიურ პერიოდში ბრიტანულ-ამერიკაში ცამოსულ ევროპელთა 3/4 მოჯამაგირედ იწყებდა მუშაობას, თუმცა მათ საკუთარ ქვეყანაში  დუხჭირი ცხოვრებიდან თავის დაღწევის საუკეთესო შანსი ეძლეოდათ,მნიშვნელოვანი სტიმული მიეცათ, რისკზე წასულიყვნენ და სამუდამოდ ამერიკაში გადასახლებულიყვნენ. დამქირავებელთან დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლის სემდეგ მოჯამაგირეები მიწის ნაკვეთის მფლობელები ხდებოდნენ.
ყველაზე ღატაკს და უპოვარსაც კი შეეძლო სიმდიდრისკენ მიმავალ საფეხურზე შეედგა ფეხი.

            ჩარლსტონის საბიბლიოთეკო საზოგადოება 


 პირველ ახალმოსახლეთა ჩამოსვლის დღიდან მოყოლებული მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ჩრდილოეთ ჩარლსტონის არქივშია თავმოყრილი. აქ ინახება, როგორც მსხვილი პლანტაციების მფლობელთა გარიგებები, ისე იმ მოჯამაგირეთა ნაკვეთების გადაცემის საკითხები, რომლებმაც ხელსეკრულებით გათვალისწინებული ვადა ამოწურეს. 


ასეთმა ადამიანებმა არა მხოლოს ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ წარმატებასაც მიაღწიეს, ვინაიდან ჯონ ლოკმა ფუნდამენტურ კონსტიტუციაში გარკვევით ცაწერა, რომ კაროლინაში მიწათმფლობელებს პოლიტიკური ძალაუფლება ექნებოდათ.
თუ საკუთრებას ფლობდით, ხელისუფლების არჩევის უფლება გეძლეოდათ, სწორედ, მესაკუთრეობისა და დემოკრატიის ამ ურთიერთკავშირირმა განსაზღვრა ძირეულად დასავლური ცივილიზაცია.

50 ადლი მიწა ტავისუფალ ადამიანს ხმის მიცემის უფლებას აძლევდა, რადგან აქ ჩამოსულ ყოველ ინგლისელს, შესაძლებლობა ჰქონდა, ეშოვა ეს 50 ადლი მიწა, რითიც , არსებითად მისი საყოველთაო საარჩევნო უფლება მტკიცდებოდა.

მესაკუთრეთა დემოკრატია

რევოლუციური ი დ ე ა  - რომელმაც  ს ა კ უ თ რ ე ბ ა   ხმის მიცემის იდეას დაუკავშირა, ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულ კოლონიაში 300 წლის წინათ გაჩნდა.

სწორედ ეს იყო ამერიკული ოცნების დაბადება.


იგივე სისტემა ინერგებოდა მტელ ცრდილოეთ ამერიკაშიც.
 ახალმოსახლეები მტკიცედ იწევდნენ დასავლეთისკენ . ავიწროვებდნენ ადგილობრივ ინდიელებს და  და ეპატრონებოდნენ მათ მიწებს.
 ბრიტანელთა მიერ კოლონიების შექმნა, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის  ეფუძნება საზოგადოების მობილურობას, ადამიანებს , რომლებიც აქ უფულოდ ცამოვიდნენ, რამდენიმე წელიწადსი სეეძლოთ მიწათმფლობელები გამხდარიყვნენ და არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა., 

მაგრამ სამხრეთ ამერიკის ესპანურ კოლონიებში ყველაფერი სხვაგვარად იყო.

პერუს უმშვენიერესი ველი, კონკისტადორმა ხერონიმომ აქ უმდიდრესი ბუნებრივი რესურსები აღმოაჩინა.

მთებში უამრავი ოქრო და  ვერცხლი მოიპოვებოდა.
ალიაგას ერთი კითხვა გაუჩნდა:
- როგორ გამოეყენებინა ეს  უზარმაზარი სიმდიდრე?

მან ეს საკითხი სხვაგვარად გადაჭრა და არა ისე, როგორც ჯონ ლოკმა, ჩრდ. ამერიკაში.

1554 წლის სასამართლო გადაწყვეტილების ერთერთი დეტალი წარმოდგენას გვიქმნის , თუ როგორ მოიხვეჭა ხერონიმომ დიდძალი ქონება, სადაც წერია, რომ ფრანცისკო პისარომ ამ ველის ნახევარზე მეტი ალიაგასა და მის პატრონს უბოძა. 

ჩრდილოეთ ამერიკისგან განსხვავებით, აქ მიწას მხოლოდ მცირერიცხოვანი ელიტა იღებდა.
თუ ინდიელები ადრე ინკების იმპერატორებისთვის შრომობდნენ, ახლა ესპანელებისთვის უწევდათ შრომა.


ინდიელტა შრომამ ალიაგა ზღაპრული სიმდიდრის ადამიანად აქცია. თავისთვის დიდებული სასახლე აისენა. მდიდრული ეკლესიების საფასურს იხდიდა.კონკისტადორები უსაქმურ მდიდრებად იქცნენ.
  თანდათან, იმის კვალდაკვალ, რაც მიწები ესპანეთის მეფისგან ახალმოსახლე ელიტის ხელში გადავიდა ისინი მემკვიდრეობით მიღებულ მამულებად, ჰასიენდებად იქცა. 
ადამიანთა უმრავლესობა მიწის გარეშე დარჩა.

ეს დიამეტრალურად განსხვავდებოდა ჩრდ.ამერიკული მოდელისგან, რომელიც მიწის განაწილებას ითვალისწინებდა.

ესპანელთა ბატონობისას სოციალური მობილურობა არ არსებობდა, რასაც ამერიკის ბრიტანულ კოლონიებში მიაღწიეს.
ეს გასაგებს ხდის სისტემას, რომლითაც ნაწილდებოდა მიწა მთელ მსოფლიოში, სადაც სასოფლო დასახლებები მცირე მონაკვეთებად იყო დაყოფილი.ეს იმის ახსნაშიც გვეხმარება, რატომ წავიდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა პოლიტიკური დამოიკიდებლობისკენ სხვადასხვა გზით.

1775 წელს მზარდი ეკონომიკური და სოციალური განსხავების მიუხედავად ჩრდილოეთ ამერიკაც და სამხრეთ ამერიკაც ჯერ ისევ კოლონიებისგან შედგებოდა და მათ ევროპელი მონარქები შორიდან მართავდნენ.

1776 წელს, 2 ივნისს ჩარლსტონის საფონდო ბირჟის კიბეზე შეკრებილებმა მოისმინეს, რომ სამხრეთმა კოლონიამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
40 წლის შემდეგ დაახლოებით იგივე მოხდა სამხრეთ ამერიკაშიც. ესპანელთა ზალაუფლება დაამხეს , მაგრამჩრდილოეთში რევოლუციამ მესაკუთრეთა დემოკრატიული უფლებები განამტკიცა და გზა ორსაუკუნოვან აყვავებას გაუხსნა, სამხრეთში კი რევოლუციამ კონტინენტი ორსაუკუნოვანი ჩამორჩენისთვის გაწირა.


ჯორჯ ვაშინგტონი

ჯორჯ ვაშინგტონი- ეს იყო გენერალი, რომელმაც იმპერია დაამხო, და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი დემოკრატიით შეცვალა. სწორედ მან მიიყვანა 13 ბრიტანული კოლონია დამოუკიდებლობამდე.



                                         სიმონ ოლივარი

      სიმონ ოლივარი- ამერიკელი გენერალი, რომელმაც დაამხო ესპანელტა ზალაუფლება, მაგრამ სამხრეტ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ შექმნა.
      მისი წარუმატებლობა ხსნის იმ ფაქტს,  რომ დასავლურ სამყაროს ლიდერობაზე პრეტენზია ჩრდილოეთ ამერიკამ განაცხადა.
   სიმონ ოლივარი ვენესუელადან იყო, მამამისი კაკაოს მდიდარი პლანტაციების მეპატრონე გახლდათ.
   1808 წელს  ნაპოლეონის ესპანეთსი სეჭრით შთაგონებულმა ოლივარმა, განიზრახა არამარტო ვენესუელა, არამედ მთელი სამხრეთ ამერიკა ესპანელთა ბატონობისგან გაეთავისუფლებინა, კონტინენტზე კი დემოკრატიული მმართველობა დაემყარებინა.

   ჩრდილოეთ ამერიკულმა რევოლუციამშეერთებულ შტატებს არამარტოთავისუფლებისკენ, არამედ ძლიერებისკენ და აყვავებისკენ გაუხსნა გზა, ესპანელთა ბატონობისგან განთავისუფლებულ სამხრეთ ამერიკაში კი არათანასწორობისა და დიქტატურის გამო კონფლიქტი კვლავ გრძელდებოდა.

რა იყო მიზეზი, რომ კაპიტალიზმი და დემოკრატია ასე ძნელად იკიდებდა ფეხს სამხრეთ ამერიკაში?

  იყო თუ არა ლათინური ამერიკა დასავლური ცივილიზაციის ნაწილი?
-პასუხის გაცემა არც ისე ადვილია.

საბოლოოდ სიმონ ოლივარი ვერ იქცა  სამხრეთ ამერიკელ ჯორჯ ვაშინგტონად.
რატომ?
  1817-1824 წლებში დაახლოებით 7000-მა ბრიტანელმა და ირლანდიელმა მოხალისემ არნახულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. მათი მიზანი ლათინური ამერიკის ესპანეთის ბატონობისგან განთავისუფლება იყო.
ამ ბრძოლაში ბრიტანელ ჯარისკაცთა შორის ნაპოლეონის ბრძოლების ვეტერანებიც იყვნენ.
   მათ, ისევე, როგორც, ჩრდილოეთ ამერიკაში ჩასულ ახალმოსახლეებს  მიწის საკუთრებაში გადაცემის  დაპირება იზიდავდათ, თუმცა ბევრი მათგანი სამხედრო საქმესი გამოუცდელი იყო.
მათ ოლივარის მხარეზე საბრძოლველად უფრო კეთილშობილი მიზეზი ჰქონდათ და საერთოდ,  ლათინური ამერიკის მცხოვრებნი მმართველობის რეპრესიული სისტემებისგან გაენთავისუფლებინათ.
1821 წელს 24 ივნისს ბრძოლაში გამარჯვებით ოლივარმა თავის მებრძოლებს  ქვეყნის მხსნელები უწოდა.
ასე გაიხსნა ლათინო ამერიკის ახალი სახელმწიფოების დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი გზა.
დღეს სიმონ ოლივარს თაყვანს სცემენ და აღმერთებენ კიდეც.


ამ ადამიანმა ესპანური ბატონობისგან არამარტო ვენესუელა , არამედ, ოლივია, პერუ, ეკვატორი და კოლუმბიაც იხსნა, ამიტომ მას განმათავისუფლებელს უწოდებენ.
თუმცა , ესპანეთისგან განტავისუფლებას ლათინური ამერიკის ხალხისთვის ცრდილოეთ ამერიკული მნიშვნელობის  თავისუფლება არ მოუტანია.
სიმონ ოლივარის წარმოდგენა თავისუფლების შესახებ,-ჯორჯ ვაშინგტონის თავისუფლების იდეისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

შინა ომებმა და რეგიონულმა მეტოქეობამ, რომელსაც ოლივარი რევოლუციის დროს ხედავდა , საპარლამენტო დემოკრატიის იდეაზე უარი ათქმევინა, თუმცა ადრე აღიარებდა.
ბრიტანელთა ლეგიონის კარაკოვთან გამართულ ბრზოლამდე 2 წლით ადრე ოლივერმა ახლად ჩამოყალიბებულ კონგრესს ახალი რესპუბლიკის კონსტიტუციასტან დაკავშირებული საკუთარი შეხედულებები გააცნო, ის ჩრდ. ამერიკულ სისტემას უნდობლობით უყურებდა. 

სიმონ ოლივარის აზრით, ჩრდილოეთ ამერიკის კონსტიტუციას რომ ემოქმედა, მაშინ ქვეყნის ყველა მცხოვრები წმინდანი უნდა ყოფილიყო.



ერთერთ პრობლემად ლათინურ ამერიკაში ესპანელთა მმართველობის დროიდან შემორცენილი არათანასწორობა ითვლებოდა.
  ოლივარის ოჯახს  ხუთი მოზრდილი მამული ჰქონდა, რომლის ფართობიც 120ოოო აკრს აღემატებოდა. დემოკრატია ძალზე სარისკო ჩანდა იმ საზოგადოებაში, სადაც მკვიდრი მოსახლეობა, ბევრად მეტი იყო, ვიდრე ჩრდილოეთში.
  ოლივარის ოცნება არა ბრიტანული, ან ჩრდილოეთ ამერიკულიტიპის დემოკრატიაში, არამედ  დიქტატურაში გადაიზარდა.აქ არ იყო ფედერალიზმი, არამედ- ხელისუფლების ცენტრალიზაცია.
სწორედ ოლივარს ეკუთნის შემდეგი სიტყვები:

-" ჩვენი მოქალაქეები ჯერ მზად არ არიან სრულად განახორციელონ თავიანთი უფლებები, რადგან მათ ჭეშმარიტი რესპუბლიკელებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ღირსებები არ გააჩნიათ".

თავისუფლებისთვის საბრძოლველად ჩამოსული ბრიტანელი ჯარისკაცებისთვის , ეს განცხადება ღალატს უდრიდა; მათ არც დაპირებული მიწა მიუღიათ და არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ოლივარის ამერიკაში მესაკუთრეთა დემოკრატია არ დამყარებულა.

ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ტუბერკულოზით გარდაიცვლებოდა, 1830 წელს, დეკემბერში, ოლივარმა თავის უკანასკნელ წერილსი სინანულით აღნიშნა, რომ

სამხრეთი ამერიკა უმართავი იყო.


უკიდურესად არატანასწორ პირობებში წარმოშობილმა საზოგადოებამ უაღრესად არასტაბილური პირობების ინსტიტუტები ჩამოაყალიბა. ამ არათანასწორობას აძლიერებდნენ და მუდმივ კონფლიქტს ქმნიდნენ.

მას შემდეგ თითქმის 500 წელი სოციალური ბრძოლა, სამოქალაქო ომები, და წითელი რევოლუცია მოჰყვა. უპოვრები მიწის მცირე ნაგლეჯისთვის იბრძოდნენ, გლეხების საპროტესტო ტალღა პერუში ახლაც ბობოქრობს.
პერუში ხალხს ისევ ის პრობლემა აწუხებს-

მიწა! 



   თუმცა, ვიდრე ვიტყოდეთ, რომ კოლონიზაციის ბრიტანულმა მოდელმა დასავლური ცივილიზაციის ყველაზე დიდ პოლიტიკურ მიღწევამდე, შეერთებული შტატების კონსტიტუციამდე მიგვიყვანდა, თვით კონსტიტუცია, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც პირველყოფილი ცომით არის მოზელილი.
  
   როგორც სამხრეთ , ისე ჩრდილოეთ ამერიკაში საკუთრების უფლებას და  ადამიანის პოლიტიკური უფლებასაც კანის ფერი საზღვრავდა.

  აფრო-ამერიკელები, ამერიკელი ინდიელების მსგავსად, რევოლუციის შემდგომი რესპუბლიკიდან გარიცხულები იყვნენ.

   ჩარლსტონის კიბეზე, , სადაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია ხმამარლა წაიკითხეს, მონებითაც ვაჭრობდნენ.

რითი აიხსნება  ეს პარადოქსი  დასავლური ცივილიზაციის შუაგულში?
მონები აქ ორი გზიტ სემოჰყავდათ : ერთი- ბრაზილიის  ჩრდილოეთისკენ, მეორე- ჩარლსტონის კაროლინისკენ.
1450 1820 წლებში ატლანტის ოკეანე 8 მილიონმა ადამიანმა(მონამ) გადასერა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსში ჩამოსული მონები ორ განსხვავებულ  სამყაროში ხვდებოდნენ.

1) ლათინური ამერიკა- რასობ რივ სათნო ღუმელად ქცეულიყო, სადაც ფერადკანიანები და თეთრკანიანები თავისუფლად ქორწინდებოდნენ  ადგილობრივებზე.

2) ჩრდილოეთ ამერიკაში კი - რასობრივი საზღვრები  ბევრად მკვეთრი იყო და მას იშვიათად კვეთდა ვინმე.

  ჩნდება კითხვა, როგორ იმოქმედა ასეთმა განსხავებულმა დამოკიდებულებამ რასობრივი საკითხისადმი ორი ამერიკის მომავალ განვითარებაზე?


   რატომ ინარჩუნებდა ახალი სამყარო მონობის უძველეს ინსტიტუტს?

პასუხი არსებობს:- იმიტომ რომ მუშახელი სჭირდებოდა!

ინგლისელი მოჯამაგირეები , რომლებიც ხელშეკრულებით მუშაობდნენ ცოტანი იყვნენ და არც ისეთი ამტანები გახდნენ, რომ კაროლინის ბამბის პლანტაციებში მუშაობა შეძლებოდათ, საჭირო იყო მუშახელის სხვა წყარო მოეძებნათ და რა თქმა უნდა ისინი აფრიკელი მონები იყვნენ.



ეს თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი. ჯონ ლოქი თავისი ფუნდამენტური დადგენილების 110-ე მუხლში გარკვევით ამბობს:

" კაროლინის ნებისმიერ თავისუფალ მოქალაქეს სრული ძალაუფლება აქვს, თავის სარგებლობისთვის ადამიანების ფლობის",

ესისეთივე მიშვნელოვანი იყო, როგორც მიწის ნაკვეთის ფლობა.

მონებს არც არცევნებსი მონაწილეობის უფლება ჰქონდათ და არც მიწის ფლობის, ამ ყველაფრის ფონზე ბრიტანული კოლონიზაცია მაინც ნაკლებად სასტიკი გვეჩვენება.
ლეგალური სეგრეგაცია აქ საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა.



                                        გალას მიწა 

სამხრეთ კაროლინაში მდებარე კუნძული.
ანთროპოლოგებს მიაჩნიათ, რომ სიტყვა - "გალა"  წარმოდგება სიტყვიდან -"ანგოლა", იმ აფრიკული ქვეყნის სახელიდან, საიდანაც აქაურთა წინაპრები მოვიდნენ.

მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველი ფაქტია ის, რომ აქ, სამხრეთ კაროლინაში ანგოლას ნაკვალევს მიაგნო, ამ კინძულზე მცხოვრებნი ანგოლელი მონების მემკვიდრეები არიან. მათი წინაპრები აქ, შეერთებული შტატების სამხრეთში ყველაზე სემოსავლიან პლანტაციებში სამუშაოდ ჩამოიყვანეს.

სამხრეთი ამერიკისგან განსხვავებით, საიდანაც თეთრკანიანი და სავკანიანი ადამიანები ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ და ფერადკანიან შვილებს აჩენდნენ ქალაქსი სემორჩენილი კულტურა მოწმობს , რომ მონათმფლობელურ სამხრეთ შტატებში ორ ფერს შორის ზღვარი მკაცრად იყო დაცული.

ბედის ირონიით , თავისუფლების ქვეყანამოსახლეობის 1/5-სთვის არათავისუფალი აღმოჩნდა, თანაც მონის სტატუსი მემკვიდრეობითი გახდა.



                                         დრედ სკოდი

1841 წელს 47 წლიანი მძიმე შრომის შემდეგ, მონამ , რომელსაც დრედ სკოდი ერქვა სასამართლოსი სარჩელი შეიტანა  თავისუფლების მინიჭების თაობაზე, მისი სარჩელი უარყვეს, ამ გადაწყვეტილებას , აშშ-ს უმაღლეს საბჭომაც მხარი დაუჭირა.

ეს იყო ახალი სამყაროს პარადოქსი.

თავისუფლებისმოყვარე ამერიკის ახალმოსახლეები, რომლებმაც კონსტიტუცია შექმნეს, შეუპოვრად ინარცუნებდნენ ზღვარს თეთრკანიანებს და  შავკანიანებს შორის.

მესაკუთრეთა დემოკრატია რასობრივ არათანასწორობაზე იყო დაფუძნებული.

ეს პარადოქსი საბოლოოდ ომმა გადაწყვიტა, სამოქალაქო ომმა, მონათმფლობელური სამხრეთი შტატები როგორიც კაროლინა იყო,  დაუპირისპირდნენ ჩრდილოეთის შტატებს, რომლებიც მონობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ეს ომი ჩარლსტონში დაიწყო.



მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომმა, მონობას ბოლო მოუღო თეთრკანიანთა ამერიკელთა დიდ ნაწილს მიაჩნდა, რომ მათი ქვეყნის კეთილდღეობის მიზეზი თეთრკანიანთა და შავკანიანთა განცალკევება იყო.

ჩრდილოეთ ამერიკამ სამხრეთ ამერიკაზე დიდ წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ მიწის ფართო განაწილების ბრიტანული მოდელი და დემოკრატია აქ უფრო მოქმედებდა, ვიდრე სიმდიდრის კონცენტრირება მცირე ჯგუფების ხელში და ავტორიტარული მმართველობა.


შეერთებული შტატების წარმატებისთვის მონობა და რასობრივი სეგრეგაცია სულაც არ იყო აუცილებელი, ეს ამ ქვეყნის პირველყოფილი ცოდვა იყო.
თანამედროვე ამერიკას უკვე პრეზიდენტიც კი  ჰყავდა , რომლის მამაც აფრო-ამერიკელია,  ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქები კი თანდათან სულ უფრო ემსგავსება  ლათინო ამერიკის ქალაქებს და პირიქით.

ლათინო ამერიკის ფართო მასშტაბიანი მიგრაცია მალე ალბათ იქამდე მიიყვანს ქვეყანას, რომ სავარაუდოა თეთრკანიანები, უმცირესობაშიც კი აღმოჩნდნენ.

თუ კი დღეს ეს ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის , ამის მიზეზი ნამდვილად არ არის ის, რომ აქ თეთრკანიანთა ბატონობას ოდესღაც ბოლო მოეღო.
 ახლა მსოფლიო  ეკონომიკის ერთერთ ვარსკვლავად მრავალფეროვანი ბრაზილია გვევლინება, სწორედ იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ საკუთრება და საარჩევნო უფლება აქვთ.
  დაპყრობისა და კოლონიზაციის დაწყებიდან 500 წლის შემდეგ უდიდესი განსხვავება ბრიტანულ და ლათინურ ამერიკას შორის  თანდათან იშლება. 

ჩვენი პლანეტის  დასავლეთ ნახევარსფეროში ყველგან ერთიანი ცივილიზაცია ჩნდება.































No comments:

Post a Comment

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

   1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის შესახებ პირველად გაჟღერდა 1925 წელს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზ...