Saturday, May 23, 2020

გარემოს დაცვის ნორმები





გარემოს დაცვის ნორმების დაწესების მიზანია დადგინდეს გარემოზე საქმიანობის ზემოქმედების ისეთი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით წესდება:
ა) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები;
ბ) გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები;
გ) გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები;
დ) ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი;
ე) გარემოზე დატვირთვის ნორმები.

                 გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები

1. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმებია: 
ა) ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების რაოდენობათა ზღვრულად დასაშვები ნორმები; 
ბ) ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები; 
გ) რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები.

 2. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით „გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

                       გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებითგარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები                                                            ნორმები    


             1. გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები მუშავდება დაბინძურების ყოველი კონკრეტული წყაროსათვის მათი ტექნოლოგიური თავისებურებებისა და ადგილმდებარეობის ფონური დაბინძურების გათვალისწინებით იმგვარად, რომ ემისიური ნივთიერებების და მიკროორგანიზმების კონცენტრაციამ ადგილზე არ გადააჭარბოს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის დონეს.

 2. გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ „გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.

              გარემოში ქიმიურ საშალებათა გამოყენების ნორმები

მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის, ზრდის სტიმულატორების და სხვა ქიმიური საშუალებების გარემოში გამოყენების ნორმები დგინდება იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, ნიადაგს.

გარემოში ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გამოყენების ნორმებს და ამ ქიმიურ საშუალებათა (ნივთიერებათა) ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესებს 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და დებულებით „გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმებისა და ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების შესახებ“ ამტკიცებს სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

ქიმიურ ნივთიერებათა ოპტიმალური გამოყენების, მოხმარების, მათ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკის შემცირების, აღრიცხვისა და კონტროლის მიზნით დგება ქიმიურ ნივთიერებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, რომლის შედგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

                            გარემოზე დატვირთვის ნორმები

 ბუნებრივი ეკოსისტემებით, ლანდშაფტებით და სხვა ტერიტორიებით სარგებლობისას და ათვისებისას დგინდება მათი დატვირთვის ზღვრულად დასაშვები ნორმები (გარემოზე დატვირთვის ნორმები).

 გარემოზე დატვირთვის ნორმები მოიცავენ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტებს, რომლებიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით დგინდება სახელმწიფო დონეზე. ბუნებრივი რესურსების ცალკეული სახეობებით სარგებლობის კვოტები დგინდება რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე.

გარემოზე დატვირთვის ნორმებს 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო დებულებით „გარემოზე დატვირთვის ნორმების შესახებ“

                       ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი 

საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების პრევენცია, შეგროვება, აღდგენა და განთავსება გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით.

 საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება და დამარხვა ნებადართულია სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში, გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით.

რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება ხდება მხოლოდ საგანგებოდ განსაზღვრულ ადგილებში, გარემოსდაცვითი და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვით.

 აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენების განთავსება ზღვაში და წყლის სხვა ობიექტებში.

 ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, მათი იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



No comments:

Post a Comment

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

   1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის შესახებ პირველად გაჟღერდა 1925 წელს ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზ...